logo
ENG



"საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს" - ზურაბიშვილი ზბიგნევ რაუს შეხვდა

27 აპრ 202315:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/27/jof2cur83fwruao.jpg

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

"აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.

საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს", - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მისი ვიზიტი ქვეყანაში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


close დახურვა